2022 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 890 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 29%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის თებერვალში სრული წარმოება 692 მილიონი კილოვატსაათი იყო).
29 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდის წარმომადგენლებმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა (ESP) და ეკონომიკური მმართველობის (EGP) პროგრამების მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (CSO) და კერძო სექტორული ასოციაციების (PSA) ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ტრენინგები ჩაატარეს.
დღეს 24 მარტია და წავკისში 5 დღეა ფაქტობრივად გაუჩერებლად ბარდნის. ჩემს ეზოსა და ქუჩაზე თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია. თოვლმა მანქანები დათოვლილ ქუჩებზე უიმედოდ ჩახერგა, ჩვენი პატარა სამეზობლო კი გარე სამყაროს მოწყვიტა. აქაურები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა წავკისში თაობებს არ ახსოვს, მით უფრო მარტში.
2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 19.2 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) 593.1 მლნ.ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 3.1%-ს) მიიღებს.
2022 წლის 28 მარტს დასრულდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისთვის, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.