14
სექტემბერი
2015
ადვილი მისახვედრია, რას ნიშნავს სუსტი ან ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი ეკონომიკა ხასიათდება უმუშევრობის დაბალი და ზრდის მაღალი მაჩვენებლით. სხვა სასურველი მახასიათებლებია სიღარიბისა და საშემოსავლო დისბალანსის დაბალი დონე, ყველა მოქალაქე ცხოვრობს კარგად.
19
ივნისი
2015
ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მარიხუანის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოწევა იწვევს ინტელექტის სერიოზულ დაქვეითებას: არამწეველებთან შედარებით, მარიხუანის მომხმარებელთა ინტელექტის კოეფიციენტი 13-38 ქულით დაბალია (მეიერი და სხვები: „მარიხუანის მუდმივ მომხმარებლებს აღენიშნებათ ნეიროფსიქოლოგიური დაქვეითება ბავშვობიდან საშუალო ასაკამდე“, PNAS 109, 2012 წ.).
12
ივნისი
2015
ვინ უნდა მეთვალყურეობდეს კომერციული ბანკების საქმიანობას საქართველოში? ამჟამად ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ეროვნულ ბანკს. თუმცა საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს ჩამოართმევს სამეთვალყურეო როლს და გადასცემს დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელიც ანგარიშს უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ჩააბარებს.
06
მარტი
2015
ბევრი საქონლისგან განსხვავებით, რომელთაც კერძო, კონკურენტული კომპანიები აწარმოებენ, ვალუტას მონოპოლისტი უშვებს. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ლარის მოჭრის უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკია (სებ).
04
მარტი
2015
ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაუარესებამ ქართველი საზოგადოება ძალიან შეაშფოთა. ამან ხელი შეუწყო, ერთის მხრივ, ინფლაციასთან, სესხის დეფოლტსა და საბანკო ჩავარდნასთან დაკავშირებით შიშის გაღვივებას, მეორე მხრივ კი, ქართველ პოლიტიკოსთა ჩვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ „ვინაა დამნაშავე“.