25
თებერვალი
2017
2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
06
თებერვალი
2017
“ბაყაყი 20000 კვერცხს დებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აღწევს დუმფარაზე ჯდომისა და სადილად კოღოების მირთმევის ასაკს. აი, ასეთი ტიპის მარცხზე ვსაუბრობთ,” – ასე აღწერს „ნიუსვიკში“ ახლახანს გამოქვენებული სტატიის ავტორი იმ მარცხის სიხშირეს, რომელიც თან ახლავს თითზე ჩამოსათვლელ, 1 მილიარდზე მეტად შეფასებულ, ზღაპრული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოზრდას.
23
იანვარი
2017
პროტექციონიზმსა და იმპორტის შეზღუდვას მხარდამჭერები ყველა ქვეყანაში ჰყავს. არც საქართველოა გამონაკლისი. ცოტა ხნის წინ დავესწარი შეხვედრას, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროება განიხილებოდა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის,“ „მმართველობა ზრდისთვის“ (G4G) და “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია“ (FreMa). სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთში გავცვალეთ საკუთარი მოსაზრებები ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
13
იანვარი
2017
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსის, ნორბერტო პინიატის ხელმძღვანელობით ჩაატარა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).
23
დეკემბერი
2016
23 დეკემბერს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, გიგლა მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო EPAC-ის წევრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც განიხილეს, რამდენად საჭიროა ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის შემოღება. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და თავისუფალ ინდივიდთა საზოგადოება.