შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ანტიდემპინგური კანონის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
პარასკევი, 23 დეკემბერი, 2016

23 დეკემბერს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, გიგლა მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო EPAC-ის წევრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც განიხილეს, რამდენად საჭიროა ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის შემოღება. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და თავისუფალ ინდივიდთა საზოგადოება. გიგლა მიქაუტაძე იყო მიწვეული გამომსვლელი და წარმოადგინა საკუთარი შეხედულება ანტიდემპინგური კანონის საჭიროებასა და მის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ქვეყანა არეგულირებს იმპორტირებული პროდუქტების ფასებს, არსებობს მთელი რიგი ქვეყნებისა, რომელთაც არ აქვთ ანტიდემპინგური კანონი.

სანამ საქართველო გადაწყვეტს, შემოიღოს თუ არა მსგავსი კანონები, კარგად უნდა შეფასდეს, სჭირდება თუ არა საქართველოს მსგავსი რეგულაციები ამ ეტაპზე. ყველა შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები უნდა განვიხილოთ და შევადაროთ, ვიდრე ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებიას მიიღებს.

ანტიდემპინგური კანონის მხარდამჭერები, როგორც წესი, ამტკიცებენ, რომ საქართველოს უნდა შეეძლოს, დაიცვას საკუთარი თავი „უსამართლო“ ვაჭრობისგან, თუმცა არ არსებობს საკმარისი რაოდენობით შემთხვევები, რაც გაამყარებდა მათ არგუმენტს. მეტიც, ანტიდემპინგური კანონი გამოიწვევს ბიუროკრატიის ზრდას, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქართულ ბიზნეს-გარემოზე.

შეავსე ფორმა