2022 წლის 18 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ორგანიზაციის კვლევითი საქმიანობა და პროდუქტები გააცნეს.
2022 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს.
2022 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.2 პუნქტით შემცირდა და 15.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობისა (-29.7) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-7.6) სექტორებში დაფიქსირდა.
ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ეს ის ცნებებია, რომლებიც ბოლო დროს ეკოლოგიური კეთილდღეობისა თუ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ხშირად გვესმის.
2022 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1077 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 63%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის მარტში სრული წარმოება 661 მილიონი კილოვატსაათი იყო).