შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
05 დეკემბერი 2022

2022 წლის ოქტომბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,034 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,192 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება თბოელექტროსადგურების (-25%) ქარის ელექტროსადგურებისა (-17%) და ჰიდროელექტროსადგურების (-11%) გამომუშავების კლებამ განაპირობა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 13%-ით შემცირდა (2022 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,194 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება თბოელექტროსადგურების გამომუშავების კლებამ გამოიწვია (-51%). ქარის ელექტროსადგურების (+6%) გამომუშავება გაიზარდა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება იმავე დონეზე შენარჩუნდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,078 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (6%-ით ნაკლები 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით და 3%-ით მეტი 2022 წლის სექტემბერთან შედარებით). 2022 წლის ოქტომბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 44 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 4%-ს და სრული მოხმარების 4%-ს შეადგენდა (2021 წლის ოქტომბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის დადებითმა სხვაობამ 44 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 4%-ს და სრული მოხმარების 4%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა