შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

იაროსლავა ბაბიჩი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
სამშაბათი, 06 დეკემბერი, 2022

6 დეკემბერს იაროსლავა ბაბიჩმა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „განვითარების დღე“, რომელსაც სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების კვლევითი ინსტიტუტი (SITE) ატარებს სტოკჰოლმში. წელს კონფერენციის თემა უკრაინისთვის მხარდაჭერის ორგანიზება და შენარჩუნება იყო. იაროსლავამ ისაუბრა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკრაინის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.

კონფერენცია გახსნა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ბელარუსის დემოკრატიული ძალის ლიდერმა, რომელმაც ისაუბრა, რა როლი აქვს ბელარუსს უკრაინაში რუსეთის ომში. არაერთმა მეცნიერებმა და მკვლევარმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიით ომს უცხადებს თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს. შვედეთის საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო თამაშრომლობის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიევის ეკონომიკის სკოლის, ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონისთვის ამ ომის მნიშვნელობაზეც. კონფერნეციაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ევროკავშირის როლი უკრაინის მომავალში, ომის ზეგავლენა ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე და ომის გლობალური შედეგები.

კონფერენციას უამრავი ადამიანი დაესწრო კერძო და საჯარო სექტორებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სამეცნიერო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებიდან.

შეავსე ფორმა