თამბაქოს მოხმარება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოდელირებული შეფასებებით, 2019 წელს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 32 პროცენტი ეწეოდა თამბაქოს.
2022 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1125 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 36%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის აპრილში სრული წარმოება 825 მილიონი კილოვატსაათი იყო).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის აპრილის ანგარიში ხელმოსაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
23 მაისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან პარტნიორობით, საზოგადოებას ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის პროექტის მიგნებები წარუდგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის დაინტერესებული მხარეები საჯარო და კერძო სექტორებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
19 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ბათუმში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.