ამ წიგნში თავს იყრის რვა ბიზნეს-ქეისი, რომლებიც დაფუძნებულია ქართველი მეწარმეების ისტორიებზე. ამ მეწარმეებმა გამოიჩინეს გამბედაობა, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. დიახ, გამბედაობა, რადგან მათ გამოიარეს სირთულეებით სავსე გზა ბიზნეს-გარემოში, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია ახალდამწყებებისადმი.
პროექტის მიზნია საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება RIA-ის მეთოდოლოგიის გაგებისა და გამოყენებისათვის.
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას. 2016 წლის 1-ელ ივლისს DCFTA სრულად შევიდა ძალაში. მანამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის სპეციალური მექანიზმი არეგულირებდა. ამ მექანიზმის ნაწილი იყო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა+, რომელსაც 2005 წელს მოეწერა ხელი.
ამ ზაფხულს რუსეთი კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც FIFA-ს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი და არა როგორც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპანტი. თითქმის მთელი მსოფლიო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეიპყრო და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქუჩაში სხვადასხვა ნაკრების მაისურით მოსიარულე არაერთ ადამიანს შეხვდებით.
ზაფხული კარგი დროა ზღვაზე სამოგზაუროდ, თუმცა ამჯერად მინდა, ჩემთან ერთად დროში იმოგზაუროთ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორ კამათობდნენ ხოლმე ადამიანები, „ხრუშჩოვკა“ ჯობია თუ „ჩეხური“. ოჯახები ყიდულობდნენ ბინებს და ინვესტიციას დებდნენ უძრავ ქონებაში. რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა, რატომ ამჯობინებენ ადამიანები უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებას, მაგრამ ხშირად მესმოდა სტანდარტული არგუმენტები: „რამე რომ მოხდეს, მაინც უძრავი ქონებაა,“ „თავშესაფარი მაინც მექნება,“ „სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ „ჩემი შვილი მალე ცოლს მოიყვანს“ და ბევრი სხვა.