ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით, რომ მოუწევდა, დაკმაყოფილებულიყო უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციით ან საერთოდაც ვერ შეეძინა იგი (კორნაი, 1992 წ.).
აღნიშნული დებატის მონაწილეებმა განიხილეს ის სამომავლო ნაბიჯები, რაც საჭიროა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისთვის, რადგან სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ექსპერტების ჯგუფში შედიოდნენ გამომსვლელები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავრობას, მცირე და საშუალო საწარმოებს, საფინანსო სექტორს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და ბიზნეს-ასოციაციებს.
დილით, შხაპის მიღებისას მიყვარს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და საქართველოს განვითარების გზებზე ფიქრი.
ჩემს ესეში ეკონომიკური განვითარების შესახებ („რამ იმუშავა“, მესენჯერი, 3 ივლისი, 2013 წელი) მე ვახსენე გამოჩენილი ადამიანების „ახალი გლობალური პარტნიორობის“ უმაღლესი დონის პანელი (ევროკავშირის პუბლიკაციები, 2013 წელი), რომელიც მიზნად ისახავს აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრას და ეროვნული ეკონომიკების გარდაქმნას მდგრადი განვითარების გზით. შედეგად, თავში „მიზნები და გლობალური გავლენა“ პანელი ყურადღებას ამახვილებს სიღარიბის შემცირებაზე, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ბრძოლასა და „დაბალკარბონული ტრაექტორიის“ პოპულარიზებაზე.
„ჩვენთან მეძავებსაც კი უმაღლესი განათლება აქვთ“, — განაცხადა ერთხელ კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ. მეძავების განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დაახლოებით მსგავსის მტკიცება შეიძლება ქართული რეალობის შესახებაც. თითქმის ყველა ქართველს აქვს უმაღლესი განათლება. მაგალითად, ტაქსის მომსახურებით მოსარგებლეებს ხშირად სმენიათ, ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების ისტორიები.