მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის ივნისის პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება (+13.8) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.
26 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა LC Waikiki-ს რეგიონული წარმომადგენლობის ფინანსური გუნდისა და ტოპ მენეჯმენტის წევრებისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო, რაც 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე.