შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-მა მსოფლიო ბანკის სემინარს უმასპინძლა განათლებასა და ინოვაციებზე
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2023

28 თებერვალს ISET-მა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალუზი აზიის მთავარ ეკონომისტს, ბატონ ივაილო იზვორსკის, უმასპინძლა, რომელმაც სემინარი ჩაატარა თემაზე „განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისთვის“. სემინარს ესწრებოდნენ ISET-ის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევარები. ბატონმა იზვორსკიმ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისა და განვითარბის ხელშეწყობაში და რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე განათლების სისტემები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი განათლების უმსხვილესი დამფინანსებელია განვითარებად მსოფლიოში. ბანკი 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანი ყველასათვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლებისა და უწყვეტი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მსოფლიო ბანკი არაერთი ქვეყნის მთავრობასა და ორგანიზაციასთან მუშაობს ინოვაციური პროექტების, დროული კვლევისა და ცოდნის გაზიარების აქტივობების მხარდასაჭერად.

სემინარი აქტიური კითხვა-პასუხით დასრულდა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა საუბარი.

შეავსე ფორმა