შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2023 | მსოფლიოში ნავთობისა და სურსათის ფასების შემცირების შედეგად, მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში, თუმცა მიგრაციით განპირობებული შიდა წნეხი ფასებზე კვლავ პრობლემაა
28 თებერვალი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები.

საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.

მშპ-ის პროგნოზის თებერვლის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი იანვარში არსებული 3.9%-დან 2.7%-მდე შემცირდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პირველი პროგნოზის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ს შეადგენს. 

დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს, პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 2%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 3%-იანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), რეალური მშპ 2.4%-ით გაიზრდება. 

სავარაუდოდ, აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით პესიმისტურად აფასებს რეალობას. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მონაცემებში არ მოიძებნება მიგრანტების მიმდინარე მასშტაბური შემოდინების ანალოგი.

შეავსე ფორმა