06
მარტი
2023
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), ITF-თან პარტნიორობის ფარგლებში, ჩაატარა ანალიტიკური კვლევა, რომელიც მოიცავდა შუა დერეფნის ძირითად ქვეყნებს: თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.
06
მარტი
2023
2023 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.94 ლარი იყო, რაც 18.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელს. თვიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის საშუალო ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაიზარდა.
06
მარტი
2023
2023 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,111 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის იანვარში სრული წარმოება 1,025 მილიონი კილოვატსაათი იყო).
01
მარტი
2023
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
28
თებერვალი
2023
საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.