კლიმატის ცვლილებას ეს და უამრავი სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილება (მაგალითად, ზღვის დონის მატება, ყინულის საფარის სწრაფი დნობა, სეზონების ცვლა და სხვ.) უკავშირდება. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან საშუალო ტემპერატურამ მკვეთრი ზრდა დაიწყო, რაც ჩვენს სიცოცხლეზე, სურსათის მოხმარებაზე (როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით), ჯანმრთელობასა თუ ცხოვრების წესზე აისახება და ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.
სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).
ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საქართველოს რძის ბაზრის სისტემის ანალიზსა და კლასიფიცირებაზე იმუშავა.
2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.