განათლებაში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პროფესიულ განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებების მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილი წამყვან პოლიტიკურ პოზიციებზე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 2017 წელს გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის (GGI) მიხედვით, ქვეყანამ 94-ე ადგილი დაიკავა (144 ქვეყანას შორის), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრას.
თუ საშუალო განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველოში განათლების დონე მაღალია, ბევრი სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მსგავსად. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი გარემოება (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლიდან) არის „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“. არა დანაშაული, კორუფცია, წვდომა ფინანსებზე ან მოშლილი ინფრასტრუქტურა, არამედ არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა.
სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა.
საიდუმლო არ არის, რომ საუკეთესო სტუდენტებისთვის გლობალური კონკურენცია დღეს ძალიან მძაფრია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ადეკვატურ ადამიანურ კაპიტალს შეუძლია ქვეყანა მუდმივი ზრდის ტრაექტორიაზე გაიყვანოს. ჩვეულებრივ „ტვინებისთვის ბრძოლა“ ნაციონალურ და მულტინაციონალურ კომპანიებს შორის ხდება, რომლებიც საუკეთესო ტალანტებისთვის იბრძვიან. მათ დღეს არც უნივერსიტეტები არ ჩამორჩებიან, რომლებიც გამალებით იბრძვიან მსოფლიოში საუკეთესო სტუდენტების გადაბირებისა და შენარჩუნებისთვის.
დედაჩემს 22 წლის ასაკში უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს.