28
მარტი
2023
28 მარტს ISET-მა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიასა და მთავარ საინვესტიციო დირექტორს გიორგი მელიქიძეს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევარებს შეხვდნენ და საპენსიო სააგენტოს მისიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.
27
მარტი
2023
2023 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 987 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის თებერვალში სრული წარმოება 890 მილიონი კილოვატსაათი იყო).
27
მარტი
2023
მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.
15
მარტი
2023
15 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გორში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
14
მარტი
2023
14 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: სურსათის ფასები, ფასების კონტროლი და მათი პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები, რომლებმაც იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირებს ფასების კონტროლის შესახებ კანონპროექტსა და მის ალტერნატივებზე.