შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

IV კვარტალი 2022 | მაკრო მიმოხილვა: მაკროეკონომიკური მიმოხილვა – 2022 წელი
10 აპრილი 2023

2022 წელს საქართველოში ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია შენარჩუნდა, რამაც ეკონომიკურ ზრდაზე ექსპერტთა მოლოდინებს გადააჭარბა. საქსტატის წინასწარი შეფასების თანხმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) განაგრძობს ორნიშნა ნიშნით ზრდას და 2022 წელს ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.1%-ს შეადგენს, რაც თითქმის საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ოქტომბრის შეფასებაში პროგნოზირებული 10%-ის ტოლია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით (11%) ოდნავ აღემატებოდა საბოლოო წლიურ მაჩვენებელს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენით იყო განპირობებული (რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები, რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობის მიგრანტების შემოსვლა და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოდინება). ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში, მშპ-ის მაჩვენებლის 10%-იანი ზრდა გამოწვეული იყო ექსპორტის, პირდაპირი ფულადი ინვესტიციების და კაპიტალდაბანდებასთან დაკავშირებული საქმიანობის ზრდით.

მშპ-ის ზრდის პროცესს ინფლაციის ზრდაც მოყვა. მართალია, 2022 წლის მე-4 კვარტალში (დეკემბერში) ინფლაციის მაჩვენებელი ზომიერად შემცირდა (წლიური 9.8%), მაგრამ ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 11.9% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული ინფლაცია შემცირდა, რასაც ვალუტის გამყარებაც მოყვა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ რჩება ინფლაციის ზრდის განმაპირობებელ მნიშვნელოვან ფაქტორად. ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით (თებერვალი 2023), 2023 წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5.4%-ს შეადგენს. უფრო მეტიც, მე-3 კვარტლის დასაწყისიდან, მაჩვენებელი სამიზნე 3%-ს მიუახლოვდება.

შეავსე ფორმა