01
მაისი
2023
2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.
01
მაისი
2023
საქსტატმა 2023 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 5.8%-ს შეადგენს. შედეგად, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-ია.
27
აპრილი
2023
24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
27
აპრილი
2023
2023 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,019 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის მარტში სრული წარმოება 1,077 მილიონი კილოვატსაათი იყო).
24
აპრილი
2023
24 აპრილს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ახალციხეში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.