შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რუსული კაპიტალის საფრთხეებზე ისაუბრა
სამშაბათი, 06 ივნისი, 2023

6 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ, კოალიციის "ინფორმაციის სანდოობისთვის" პირველ წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში რუსულ კაპიტალთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. 

კონფერენციაზე განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, კრემლის გავლენები სხვადასხვა მიმართულებით და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა. პანელური დისკუსიების მონაწილეებმა ისაუბრეს კრემლის გავლენის მექანიზმებზე: კორუფციისა და რუსული კაპიტალის გამოყენებაზე, ისტორიის ინსტრუმენტალიზებაზე, მეხსიერებისა და იდენტობის დამახინჯებაზე პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად. 

"კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" USAID-ისა და Zinc Network-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

შეავსე ფორმა