წინამდებარე სახელმძღვანელო გახლავთ გზამკვლევი ბიზნეს-ასოციაციებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების განხორციელება სურთ. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადვოკატირების კამპანიის წარმართვის ეტაპები და მათი თანმიმდევრობა.
საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც წყლის რესურსების ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებასთან. სტრატეგიის მიზანია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. სტრატეგიის ხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი 2028 წლისთვის რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად უნდა ჩამოყალიბდეს.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.