2020 წლის სექტემბერში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 120 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან მაინც ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია.
როდესაც 2020 წლის II კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის II კვარტალთან შედარებით (უფრო ზუსტად, 11,4%-დან 2019 წლის II კვარტალში 12,3%-მდე 2020 წლის II კვარტალში). ალბათ, ის უფრო გასაკვირია, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილა შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე.
Parliamentary elections are just around the corner. A well-informed and empowered citizen is central to the outcome of elections that will be in the best interest of the future development of the country. Do you consider yourself an informed voter? How are you making your decision on whom to vote for? Do you know where you stand on a political landscape?
„სასტუმრო მეტროპოლი, რომელიც მოსკოვში, წითელი მოედნიდან სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებით დგას, გაზაფხულის ამ მოღუშულ დღეს თითქმის ცარიელია. ეს სულაც არ აწუხებს ჯეფრი საქსს, 38 წლის ბიჭური შესახედაობის პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც ახლა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლება. პროფესორმა საქსმა მისი გუნდის ორ წევრთან, რუსეთში მომუშავე ამერიკელებთან შესახვედრად კომფორტული სავარძელები შეაგროვა სასტუმროში.
პროექტის მიზანი დაუცველი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ახალი თანამშრომლობის პროგრამის შემუშავებისათვის გამოსადეგი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაა.