2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს გაუტოლდა. ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ ინდუსტრიებში ბიზნესის განწყობის გაუმჯობესება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის შედარებით პოზიტიურმა შეფასებამ, ისე გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა.
2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 18.5 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 10.2 პუნქტით მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელზე. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების ზრდით, ისე მოლოდინების გაუმჯობესებით.
2019 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 8.3 პუნქტამდე შემცირდა, რაც 18.7 პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი შემცირდება დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის, საფინანსო და მშენებლობის სექტორებში. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების შემცირებით, ისე მოლოდინების გაუარესებით.
2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 27.0 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 4.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა საცალო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში.
2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 22.6 პუნქტამდე შემცირდა, რაც 7.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში.