სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თანმდევ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) მოეწერა ხელი, რომელიც განსაზღვრავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (Sanitary and Phytosanitary – SPS) ზომებს, სურსათის უვნებლობის სტანდატებსა და ტექნიკურ რეგულამენტს, რაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, ევროპის ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა.
COVID-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასურსათო მაღაზიების ცარიელი თაროების სურათები გამოჩნდა. ჯერჯერობით, აღნიშნული ფაქტები საკვები პროდუქტების რეალური დეფიციტით არ არის განპირობებული და ისინი პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლების ქცევას ასახავს, რომლებმაც სურსათის დიდი რაოდენობით მომარაგება დაიწყეს.
საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი.