გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2017 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკური რუკა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ფერად მიჩნეული ლურჯის ტონებით შეიფერა. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მუნიციპალური არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო, გარდა ერთისა. პარტიამ ყველა საკრებულოში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა და ყველა ქალაქისა თუ თვითმმართველი ერთეულის მერი პარტიული კანდიდატი გახდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 30 ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სულ ახლახანს ქართველი საზოგადოების ყურადღება იშვიათმა მოვლენამ მიიპყრო: პირველად უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მუდისის ინვესტორების სერვისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-დან Ba3-მდე გაზარდა, ქვეყნის პერსპექტივა კი კვლავ „სტაბილურად“ შეაფასა. ახალ ამბავს ქვეყანა დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ სულ მალე ეს სასიხარულო სიახლე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ჩამოქვეითებამ დაჩრდილა, ისე, რომ ვერც კი მოვასწარით, სრულად დაგვეფასებინა და გაგვეაზრებინა მუდისის რეიტინგის გაზრდის მნიშვნელობა.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცუდად მუშაობს საქართველოს განათლების სექტორი, შთამბეჭდავია, რომ ამდენი ქართველი გამოირჩევა ინტელექტუალურად. მაგალითად, ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე, რაც იმის დასტურია, რომ ბევრი ქართველი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მაინც ახერხებს ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას.