23
მაისი
2016
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველმა ერმა გამოიარა ინვესტიციების გადინებისა და მრეწველობის მოშლის მტკივნეული პროცესი. დაიხურა სამრეწველო ქარხნები, საზღვარგარეთ გაიყიდა ჯართი, მუშახელი კი თვითკმარ სოფლის მეურნეობაში ჩაება. ქვეყნის ზომიერი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით, შიმშილობა არასდროს გამხდარა ქვეყნისთვის პრობლემა, თუმცა უთანასწორობა და მისგან გამოწვეული პოლიტიკური წნეხი სწრაფად აღწევდა კატასტროფულ მასშტაბებს, რაც გზას უხსნიდა ძალადობას და საფრთხის ქვეშ აყენებდა პოლიტიკურ წესრიგს და აფერხებდა ეკონომიკურ ზრდას.
22
მაისი
2016
ადამიანთა რაციონალურობა არის პოპულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება. თუმცა, როგორც კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ტიმოთი ა. პიჩელი ამტკიცებს, საქმის გადადება, იგივე „უსარგებლო ნებაყოფლობითი გადადება“, არ შეესაბამება რაციონალური ადამიანის პარადიგმას.
16
მაისი
2016
საქართველომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი სულ ახლახან აღნიშნა, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რევოლუციების მორევიდან. ეს ლამაზი ქვეყანა ჰგავს კონტრასტული არომატებით სავსე შოკოლადის ყუთს, რომელიც არასდროს არ კარგავს ჩვენი გაოცებისა და მოხიბვლის უნარს ისტორიის არც ერთ ეტაპზე.
15
მაისი
2016
დაახლოებით სამი წლის წინ ISET Economist-ის ბლოგის ერთ-ერთ სტატიაში განვიხილეთ დეპოზიტების დაზღვევის იდეა და მისი განხორციელების გზები საქართველოში. დღეს დეპოზიტების დაზღვევის სქემა არა აბსტრაქტული იდეა, არამედ კარს მომდგარი რეალობაა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განხორციელების კანონპროექტი.
05
მარტი
2016
რამდენიმე წლის წინ, მამაჩემმა, რომელიც ენთუზიასტი ბლოგერია, დაწერა სტატია კიევის უწესრიგო რეკლამების პრობლემაზე, რამაც წალეკა ქალაქი. კედლები, ღობეები, განათების ბოძები, ავტობუსის გაჩერებები და ტროტუარებიც კი აჭრელებული იყო განცხადებებით, რომლებიც რეკლამას უკეთებდა ყველაფერს დედამიწის ზურგზე. ქაღალდისა და წებოს ნარჩენებით მოსვრილი ჩვენი კორპუსის შესასვლელი სევდიანი სანახავი იყო.