შეავსე ფორმა
Logo
ქართული მატყლი: კვლავ გახდება თუ არა „ოქროს საწმისი“?
03 ივლისი 2017

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის. თუმცა ევროკავშირის ბაზარს სურსათის უვნებლობის მკაცრი მოთხოვნები აქვს, რაც ართულებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მკაცრად რეგულირდება.

რა სარგებელს მიიღებს საქართველოს ეკონომიკა ბიტკოინით?
01 ივლისი 2017

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.

ვალებში და გაღატაკებული
26 ივნისი 2017

2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.

ბუნების ღირებულების თვალსაჩინოდ წარმოჩენა – ნაბიჯი (უკეთესი) მდგრადი განვითარებისკენ
24 ივნისი 2017

ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გვერდზე გადადო გარემოსდაცვითი საკითხები და მთელი ყურადღება ეკონომიკის გაჯანსაღებას დაუთმო. ეს გასაგებიც არის, რადგან ქართული ეკონომიკა 90 წლების კოლაფსის შემდეგ ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა და ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებაზე დიდი წნეხი იყო. იმ დროს არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციები ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად და კორუცფციის წყაროდ მიიჩნეოდა.

გინდა, გამდიდრდე? აქციე ბათუმი შენს „მეორე სახლად“!
12 ივნისი 2017

საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა – 2016 წელს ქვეყანამ 6.3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. 2017 წლის მაისში, საერთაშორისო ტურისტების (ვინც ქვეყანაში 24 საათი და მეტი ჩერდება) რაოდენობა წლიური 19%-ით გაიზარდა (2016 წლის მაისთან შედარებით). რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირითად სასაზღვრე პუნქტად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, თუმცა მაისში ბათუმის აეროპორტმა გაუსწრო ქუთაისის აეროპორტს, რომელიც დაბალფასიანი ფრენებითაა პოპულარული – ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

შეავსე ფორმა