შეავსე ფორმა
Logo
ოქტომბერი 2022 | აგრო მიმოხილვა
03 ოქტომბერი 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2022 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. პუბლიკაციის თანახმად, 2022 წლის მე-2 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

აგვისტო 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
26 სექტემბერი 2022

2022 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,401 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 16%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,203 მილიონი კილოვატსაათი იყო).

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, სემეკი და ENTC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
23 სექტემბერი 2022

ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტყვიით დაბინძურება საქართველოში – მითი თუ საგანგაშო რეალობა?
12 სექტემბერი 2022

ტყვიით დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 900,000 ადამიანი იღუპება (IHME, 2019). როგორც წესი, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ განვითარებად ქვეყნებში დგას, სადაც საღებავებსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ტყვიის შემცველობა სრულად არ რეგულურდება და სათანადოდ არ კონტროლდება.

ივნისი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
08 აგვისტო 2022

2022 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,485 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 12%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის ივნისში სრული წარმოება 1,323 მილიონი კილოვატსაათი იყო).

შეავსე ფორმა