ჯერ კიდევ 9 თვის წინ, ჩვენ უკვე განვიხილავდით საქართველოში კვერცხის ფასთან დაკავშირებულ უცნაურობებს (ISET-ის ეკონომისტის ბლოგზე იხილეთ ერიკ ლივნისა და გიორგი ქელბაქიანის ბლოგი „ქართული განხეთქილების კვერცხი“). იმ დროისათვის, კვერცხის ფასის მნიშვნელოვანი მერყეობა აიხსნებოდა საინტერესო პოლიტიკური დინამიკით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა უცხოელი კონკურენტებისაგან იმპორტზე დაწესებული მრავალი არასატარიფო ბარიერით ხდებოდა, რასაც, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „კანონისა და საერთაშორისო შეთანხმებების სრული დარღვევა უწოდა“.
(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც) „ბნელ“ 90-იანებში გაზრდილ ბევრ ქართველს ემახსოვრება ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, რომელსაც პერიოდულად, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები იღებდნენ. სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, იყო რძის ფხვნილის შავ-თეთრი კოლოფიც, რომელიც შემდეგ, ბევრ ოჯახში, საყვავილის ფუნქციასაც ითავსებდა...
მაშინ, როდესაც რუსეთი თავის პერიფერიაზე ქმნის და ინარჩუნებს „გაყინული კონფლიქტის” ამდენ ზონას, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სიტუაციასთან გამკლავების სწორი სტრატეგია შეარჩიონ. სამხედრო ვარიანტი განხილვას აღარ ექვემდებარება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ახლა უკვე, უკრაინაც, არ აქვთ მოქმედების მაინცდამაინც ბევრი კარგი ალტერნატივა.
პროექტის მიზანია 2004 წელს ექპერტულ-ნორმატიული მეთოდით განსაზღვრული საჭიროების ინდექსის კოეფიციენტების რევიზია. 2004 წლის ექსპერტულ-ნორმატიული შეფასებისათვის დოკუმენტში გამოვყენებთ ისეთ ტერმინებს როგორიცაა „წინა შეფასება“, „ძველი მეთოდი“ ან სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზას. კოეფიციენტების გამოთვლაში გამოყენებულია სხვადასხვა საქონლის ფასები, ასევე იმდეროინდელი ბიუჯეტი და ფასები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.