შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა RIA-ის ინსტიტუციონალიზაციის შედეგებზე პრეზენტაციას უმასპინძლა
22 დეკემბერი 2022

22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ ღონისძიებას უმასინძლა, რომლის თემაც იყო „სად დგას საქართველო რეგულირების ზეგავლენის შეფასებების მხრივ და რა იქნება შემდეგი?“. პრეზენტაცია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორმა, ნორბერტო პინიატიმ წაიყვანა და დამსწრე საზოგადოებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA), როგორც პოლიტიკის შემუშავების ეფექტური ინსტრუმენტის, შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნები გააცნო.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას უმასპინძლა
16 დეკემბერი 2022

16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა სელიმ ჩაქირმა, IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა.

დავით კეშელავამ ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა
21 ნოემბერი 2022

21 ნოემბერს დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო Advantage Austria Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შემოქმედებით ინდუსტრიებზე ჩატარებული კვლევა წარადგინა
02 ნოემბერი 2022

მარიამ კაცაძემ და გიორგი პაპავამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი გუნდიდან, თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური განზომილების შეფასების შედეგები.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC-ის ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო
16 სექტემბერი 2022

15-16 სექტემბერს ანა ბურდული, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, CAREC-ის მე-6 ყოველწიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც, ბაქოში გაიმართა და რომლის მთავარი თემაც იყო „ზრდის დინამიკის ხელახალი კალიბრაცია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკებისთვის“.

შეავსე ფორმა