16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა სელიმ ჩაქირმა, IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა.
21 ნოემბერს დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო Advantage Austria Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში.
მარიამ კაცაძემ და გიორგი პაპავამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი გუნდიდან, თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური განზომილების შეფასების შედეგები.
15-16 სექტემბერს ანა ბურდული, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, CAREC-ის მე-6 ყოველწიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც, ბაქოში გაიმართა და რომლის მთავარი თემაც იყო „ზრდის დინამიკის ხელახალი კალიბრაცია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკებისთვის“.
12 სექტემბერს ISET-მა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მთავარი ეკონომისტს, ბატონ ალბერტ პარკს უმასპინძლა. საჯარო ლექციაზე ბატონმა პარკმა ისაუბრა თემაზე „ტექნოლოგიები, გლობალიზაცია და განვითარებად ბაზრებზე სამუშაოს ბუნების ცვალებადობა“.