2 თებერვალს ISET-ის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია წარადგინა ვორკშოპზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
წინა ბლოგში საქართველოს ენერგოუსაფრთხოების აშკარა გაუარესებაზე ვიმსჯელეთ, რომლის პირობებშიც ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო შიდა ენერგიის წყაროების წილი საერთო, პირველად ენერგომიწოდებაში (ქვეყნის მიერ ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული მთლიანი ენერგიის რაოდენობა) მცირდება.
RECONOMY 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გარიყული და დაუცველი ჯგუფების, გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის მიზანია, შემოსავლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების ინკლუზიური და მდგრადი ზრდით საშუალება მისცეს სამიზნე ჯგუფებს, ისარგებლონ ეკონომიკური შესაძლებლობებით.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ტრენინგების პირველ სერიას მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისათვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.