01
ივლისი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 21,798.2 მლნ ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ – 9.8%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 3.4%. ეკონომიკური ექსპანსია მეტწილად რამდენიმე სექტორის ძლიერმა ზრდამ განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: განათლება (+27.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები (29.7%), ჯანდაცვა და სოციალური სფერო (17.9%).
21
აპრილი
2025
საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.
28
თებერვალი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასებებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 25,309.6 მილიონი ლარი, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 8.3%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ 4.0% შეადგინა. ეკონომიკური ექსპანსია ძირითადად განპირობებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძლიერი ზრდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (+36.2%), ინფორმაციასა და კომუნიკაციაში (+29.7%), ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში (23.6%), სამთომოპოვებით მრეწველობაში (22.5%).
08
იანვარი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 24,855.7 მილიონი ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 11.0% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 4.3%.
20
ნოემბერი
2024
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.