საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ.
ეს ანგარიში მომზადდა „საქართველოში ეროვნული სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის ანალიზის“ მანდატით, რომელიც გადაეცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია“. ეს მანდატი მოიცავს კვლევის სამ უფრო დიდ საკითხს, კერძოდ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისა და კავშირების ანალიზს, რაც მოიცავს ვიზუალიზაციას, არსებული სისტემის ძლიერი მხარეებისა და ნაკლოვანებების დადგენას და რეკომენდაციებს გაუმჯობესებისთვის.
ადამიანებს ადრეული ასაკიდან უწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაშვებული ფინანსური შეცდომები შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. შესაბამისად ფინანსური განათლების როლი ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგჯერ მასწავლებლები ექსპონენციალური ფუნქციების ახსნისას იყენებენ ლეგენდას „მათემატიკა ჭადრაკში“. მითი მოგვითხრობს ინდოელ მათემატიკოსზე, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა. ინდოეთის მეფეს ისე მოეწონა თამაში, რომ მათემატიკოსს შესთავაზა, სახელიც თავად დაერქმია საკუთარი თამაშისთვის და ჯილდოც დაესახელებინა. გამომგონებელმა უპასუხა: „ჩემი სურვილი მარტივია. ჭადრაკის დაფის თითოეული კვადრატისთვის ბრინჯის მარცვლები მომეცით. ოღონდ ისე, რომ პირველ კვადრატზე ერთი მარცვალი იდოს, მეორეზე ორი, მესამეზე ოთხი და ასე შემდეგ. ყოველ შემდეგ კვადრატზე წინაზე ორჯერ მეტი მარცვალი რომ იყოს“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.