შეავსე ფორმა
Logo
ლურჯი ფულის ძიებაში
18 ივნისი 2018

შემთხვევით, 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი ხომ არ გაქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2-10%-ს ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს წვდომა სასმელ წყალზე (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.; წყლის მსოფლიო პარტნიორობა და OECD, 2015 წ.). 2050 წლისთვის კი მსოფლიოში ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი დადგება სუფთა წყლის მიწოდების შეწყვეტის პრობლემის წინაშე (გაერო, 2018 წ.).

ახლა ბიო პროდუქტებია მოდაში!
26 თებერვალი 2018

წლიდან წლამდე ბიო პროდუქტების ბაზრისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. STATISTA-ის მონაცემებით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ბიო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა (თუ 2000 წელს 18 მლრდ. აშშ დოლარი იყო, 2016 წელს უკვე 90 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა), TechSci Research-ის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, 2017-2022 წლებში ბაზრის მთლიანი ღირებულება წლიურად 16.15%-ით გაიზრდება.

რა სარგებელს მიიღებს საქართველოს ეკონომიკა ბიტკოინით?
01 ივლისი 2017

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.

ვალებში და გაღატაკებული
26 ივნისი 2017

2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.

თავისუფლება თუ შიში? ცურვის შიში სამხრეთ კავკასიაში
22 მაისი 2017

დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში.

შეავსე ფორმა