20
იანვარი
2014
რატომ უნდა გვაღელვებდეს შემოსავლების უთანასწორობა? ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ შტიგლიცისა და ჰარვარდის ეკონომისტის ჯეისონ ფურმანის მიხედვით, „უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ“ (“Economic Consequences of Income Inequality”, Federal Reserve Bank of Kansas: Journal Proceedings, 1998, pp. 221-232).
17
იანვარი
2014
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობასთან დაკავშირებით მახსენდება გოდერძი ჩოხელის 1977 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „სამოთხის გვრიტები“. ყოფილი მღვდელი გადაწყვეტს საბაზისო განათლება მისცეს გლეხებს ერთ საბჭოთა სოფელში. მას სურს გლეხებს ასწავლოს წერა-კითხვა და უმარტივესი მათემატიკური გამოთვლები.
06
იანვარი
2014
პროექტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება.
30
დეკემბერი
2013
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
27
დეკემბერი
2013
2012 წლის არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად უნდა მივიჩნიოთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში ეს არჩევნები გამორჩეული იყო იმით, რომ უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა მის საბოლოო შედეგთან დაკავშირებული გაურკვევლობის ხარისხი და ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და მის მთავარ კონკურენტს შორის მიმდინარე პაექრობის სიმწვავე.