შეავსე ფორმა
Logo
მარტი 2019 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
29 მარტი 2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები და მოთხოვნა აფხაზეთში. რთული (და ხარჯიანი) თავსატეხი საქართველოსთვის
04 მარტი 2019

საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის.

თებერვალი 2019 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
25 თებერვალი 2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

უილიამ ნორდჰაუსის მოდელები – საეჭვო განტოლება კლიმატის ცვლილების დებატებში
13 თებერვალი 2019

2018 წლის დეკემბერში პოლონეთში გასამართი COP24 კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის მზადების დროს მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიში, რომელშიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურის სულ რაღაც ნახევარი გრადუსით, 1.5-დან 2 გრადუსამდე ზრდას. IPCC-ის უახლეს ანგარიშზე ცხარე დებატები გაიმართა, რის პარალელურადაც ამ წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში უილიამ ნორდჰაუსმა მიიღო.

საქართველოს წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტები
13 თებერვალი 2019

საქართველოს წყლის რესურსების მართვის არაერთი კანონი და რეგულაცია აქვს, რომლებიც 1990­-იან წლებში დაიწერა და 2003 წელს ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა ცვლილებები ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა. შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ევროპის ეკონომიკურ კომისიას (United Nations Economic Commission for Europe – UNECE) თუ დავესესხებით, მოქმედი კანონმდებლობა არის „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“.

შეავსე ფორმა