17
იანვარი
2014
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობასთან დაკავშირებით მახსენდება გოდერძი ჩოხელის 1977 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „სამოთხის გვრიტები“. ყოფილი მღვდელი გადაწყვეტს საბაზისო განათლება მისცეს გლეხებს ერთ საბჭოთა სოფელში. მას სურს გლეხებს ასწავლოს წერა-კითხვა და უმარტივესი მათემატიკური გამოთვლები.
23
დეკემბერი
2013
როგორც ბევრ სხვას, მეც მირჩევნია მქონდეს მეტი ალტერნატივა, მაგრამ ვერ ვიტან ამორჩევის პროცესს. შედეგად, ჩემს ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელოვანესი არჩევანი, პარტნიორის შერჩევის ჩათვლით, ჩემს ნაცვლად სხვებმა გააკეთეს.
18
დეკემბერი
2013
On December 18, 2013, ISET hosted the second event in a series of discussions on the topic of inclusive growth. The topic of the event was Modernization of Vocational Education and Training (VET) and Extension Systems related to agriculture in Georgia.
02
დეკემბერი
2013
გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლინგვისტმა ბენჯამენ ლი უორფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. უორფიანიზმის სახელით ცნობილი ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად,ენის გრამატიკული სტრუქტურა და ლექსიკა, ერთად აღებული, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები.
22
ნოემბერი
2013
ბევრი ჩვენგანი იღბლიანია იმის გამო, რომ მისთვის დიდებულ და ღირსეულ მასწავლებლებს უსწავლებია. მასწავლებლებს, რომლებიც არამხოლოდ გვასწავლიან, არამედ ჩვენს მორალურ და ზნეობრივ აღზრდაზეც ზრუნავენ. მართლაც, ამ პროფესიის ადამიანები უდიდეს (დადებით თუ უარყოფით) გავლენას ახდენენ ბავშვების აზროვნებაზე, მათ პროფესიულ მომავალსა და მისწრაფებებზე.