მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტში (2012 წლის ფასებში) 2.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა იმასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა იყოს თუ არა საკუთრების უფლების გარანტი, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება იმ პირობებში, როცა ადამიანთა და საკუთრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა.
შარშან პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ თანაინვესტირების ფონდის დაარსებას გეგმავდა, და აი ერთი წლის შემდეგ ფინანსურად ძლიერი ინვესტორების ჯგუფმა დაარსეს კიდეც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდი.
საქართველოში ყველა მწყემსს ან საქონლის მფლობელს შეუძლია გაუშვას საქონელი სოფლის საძოვარზე. ეს საძოვრები სოფლის საერთო საკუთრებაა და არცერთ ოჯახს არ ეკუთვნის. სოფლის მცხოვრებლები მას კოლექტიურად ფლობენ და, შესაბამისად, თითოეულს აქვს უფლება თავისი საქონელი საერთო საძვარზე უფასოდ აძოვოს. სოფლის საერთო საკუთრებაში არსებულ მსგავს მიწას საერთო რესურსად მოიხსენიებენ.
ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა.