რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას.
საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ მიჩნეულმა პოლიტიკურმა დისკუსიამ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, დღესდღეობით დებატების წინა ფლანგზე წამოიწია. სამართლიანადაც! ეს საკითხები ფრიად კომპლექსურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქალაქელებზეც.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროექტის მიზანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის საპილოტე RIA-ის ჩატარება, რაც მარეგულირებელ უწყებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
ISET is proud to announce that it has officially been accepted as a member of the International Chamber of Commerce of Georgia (ICC). In addition to ISET’s membership, Eric Livny, ISET’s Director, has been invited by the ICC Executive Board to establish and chair a new committee on economic policy at ICC.