სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდით, განვმარტოთ, რას გულისხმობენ ეკონომისტები „არაფორმალურ დასაქმებაში“. ამ ტერმინთან დაკავშირებით გარკვეული დაბნეულობა არსებობს, და ზოგჯერ მას არასწორად იყენებენ როგორც გადასახადებისგან თავის არიდებისა თუ უკანონობის სინონიმს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labor Organization - ILO) არაფორმალურ დასაქმებას განმარტავს შემდეგნაირად: „დასაქმება, რომელიც შედგება ერთეულებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაში ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიცემის წინასწარი მიზნით.
ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე).
„ბაზრის დამახინჯებაზე“ ფიქრისას ჩვენ წარმოვიდგენთ მთავრობის რეგულაციებს, გადასახადებს, სუბსიდიებს, რომლებიც ხელს უშლის ბაზრის მექანიზმებს ოპტიმალური სარგებლის მიღწევაში. მაგალითად, თუკი თქვენ იხდით 100 ევროს ტაქსის 30-წუთიანი მომსახურებისთვის (როგორც ეს ბევრ ევროპულ დედაქალაქშია), შეგიძლიათ, ეს ადვილად დაუქვემდებაროთ მთავრობის რეგულაციებს, რომლებიც ტაქსის მძღოლებს სპეციალურ მოწმობას სთხოვს (რაზეც მაღალ ფასს აწესებს), ხოლო თუ კი უგულებელვყოფთ ამგვარ მოთხოვნას (მოწმობას), უფრო მეტ მძღოლებს გაუჩნდებათ სურვილი მართონ ტაქსი, რაც გაზრდის მიწოდებას და შეამცირებს ფასებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.