24
ივლისი
2023
24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
10
ივლისი
2023
2022 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წილი მთლიანი ვიზიტების 62%-ს შეადგენს.
07
ივლისი
2023
7 ივლისს რეფორმეტრმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ტურიზმის ინსტიტუტმა ერთობლივ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ბათუმში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
05
ივლისი
2023
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე.
04
ივლისი
2023
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 4 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ბიზნეს მოდელები საქართველოს ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".