შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ორშაბათი, 25 სექტემბერი, 2023

25 სექტემბერს რეფორმეტრმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა ერთობლივ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ქუთაისში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

შეხვედრა მოიცავდა ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რაც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს გიორგი პაპავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა, ლევან კიკნაველიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პაატა ლილუაშვილმა, შენგელია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამილა შაბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსმა, და ნინო ჩოხელმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე

ღონისძიების მეორე ნაწილში თამუნა თანდაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, ისაუბრა ალიანსის საქმიანობაზე, კანონპროექტის შემუშავებაში ალიანსის მიერ შეტანილ წვლილსა და კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების ძირითად მიმართულებებზე. რეფორმეტრის გუნდმა ტურიზმის რეფორმის პირველადი შეფასების შედეგები წარადგინა, ხოლო იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარი დევიძემ ორგანიზაციის მიზნებზე, ამოცანებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი უწყებების, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში იმსჯელეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე.

შეავსე ფორმა