შეავსე ფორმა
Logo
ტექსტილის ინდუსტრიის შემდეგი გაჩერება – საქართველო
03 დეკემბერი 2016

მამაჩემი ხშირად მიყვებოდა იმ დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ რყევა დაიწყო და ახალდაბადებული კაპიტალიზმის ქაოსში საჯარო რესურსების დატაცება დაიწყეს. ეს პერიოდი, როგორც წესი, მედროვე ოლიგარქების გამოჩენასთან ასოცირდება. საქართველოში შექმნილი გარემოების გამოყენება შეძლეს ბიზნესმენებმაც, რომელთა შორის თურქებიც იყვნენ.

სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში – კუს ნაბიჯებით სწორი მიმართულებით
21 ნოემბერი 2016

სტრუქტურული ტრანსფორმაცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ერებმა, რომელთაც სიღარიბე დაძლიეს, შეძლეს დაბალპროდუქტიული სექტორებიდან ნელ-ნელა გამოსულიყვნენ და ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ. განვითარებულ ქვეყნებში სექტორების პროდუქტიულობებს შორის, როგორც წესი, სხვაობა მცირეა, ზრდაც სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების ხარჯზე ხდება.

ოქტომბერი 2016 მაკრო მიმოხილვა | სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე სუსტი იყო, მაგრამ 2014 წლის ივლისის შემდეგ პირველად ექსპორტი წლიურ ჭრილში გაიზარდა
10 ნოემბერი 2016

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

კარტი, ფული და ორი ლულა
05 ნოემბერი 2016

კაზინოები, ტოტალიზატორები და სხვა აზარტული დაწესებულებები ძალიან პოპულარულია საქართველოში. 2015 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის (აზარტული თამაშები საქართველოში – მეორე ანგარიში) მიხედვით, 1867 შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტთა 6%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას, თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს ფულზე, ონლაინ თამაშის ჩათვლით, თავად ან მისი ოჯახის წევრები. ვფიქრობ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ვერ ასახავს, პოტენციურად რამდენად არიან ჩართულები ქართველები აზარტულ თამაშებში.

ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ
03 ოქტომბერი 2016

ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა.

შეავსე ფორმა