04
დეკემბერი
2023
ინდექსის ზრდის ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) აღმასვლის ტენდენცია შეიცვალა. ინდექსი 3.7 ერთეულით შემცირდა და ოქტომბერში არსებული -16.4 პუნქტიდან ნოემბერში -20.1 პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ შემცირებაში წვლილი შეიტანა ორივე ქვე-ინდექსმა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 5 პუნქტით შემცირდა, მოლოდინების ინდექსი კი – 2.4 პუნქტით.
27
ნოემბერი
2023
2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
27
ნოემბერი
2023
2023 წლის ოქტომბერი საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,043 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,034 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+179%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის (-11%) და ჰიდროელექტროსადგურების (-30%) გამომუშავება შემცირდა.
16
ნოემბერი
2023
ზრდის ტენდენცია გრძელდება. ოქტომბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) 3.1 პუნქტით გაიზარდა და სექტემბერში დაფიქსირებული -19.5-დან -16.4 პუნქტს მიაღწია. ამჯერად ცვლილება, მეტწილად, მიმდინარე მდგომარეობის ქვეინდექსის ზრდამ განაპირობა, რომელიც 5.5 პუნქტით გაუმჯობესდა. მოლოდინების ინდექსი კი შედარებით მცირედით, 0.5 პუნქტით გაიზარდა.
30
ოქტომბერი
2023
2023 წლის სექტემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,118 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,194 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-7%) და თბოელექტროსადგურების (-5%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (+10%) გამომუშავება გაიზარდა.