26
ივნისი
2015
როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ იფიქრა, მოტოციკლი საქართველოს საშინელ გზებზე არ გამოადგებაო (არადა მთის მოტოციკლი იყო, თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი დაუსჯელობა იყო).
19
ივნისი
2015
ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მარიხუანის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოწევა იწვევს ინტელექტის სერიოზულ დაქვეითებას: არამწეველებთან შედარებით, მარიხუანის მომხმარებელთა ინტელექტის კოეფიციენტი 13-38 ქულით დაბალია (მეიერი და სხვები: „მარიხუანის მუდმივ მომხმარებლებს აღენიშნებათ ნეიროფსიქოლოგიური დაქვეითება ბავშვობიდან საშუალო ასაკამდე“, PNAS 109, 2012 წ.).
17
ივნისი
2015
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაკრო მიმოხილვის პროგნოზის 2015 წლის ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
12
ივნისი
2015
ვინ უნდა მეთვალყურეობდეს კომერციული ბანკების საქმიანობას საქართველოში? ამჟამად ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ეროვნულ ბანკს. თუმცა საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს ჩამოართმევს სამეთვალყურეო როლს და გადასცემს დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელიც ანგარიშს უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ჩააბარებს.
11
ივნისი
2015
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის 2015 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.