
და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი.

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა.

ინოვაცია მხოლოდ სილიკონის ველის მაღალი ტექნოლოგიების სტარტაპებს არ გულისხმობს. ის შეიძლება მოხდეს აქ და ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს!

წინა წლებში საქართველოს მთავრობა ამაყობდა, რომ საქართველოს წამყვანი ადგილი ეკავა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში. ინვესტორებმა, პოლიტიკოსებმა თუ ეკონომიკის მიმომხილველებმა ეკონომისტის მსგავს გამოცემებში დაიწყეს სვეტების დამატება , სადაც ნახავდით მთელგვერდიან რეკლამებს, თუ რატომ არის საქართველო „განსხვავებული“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე ბიზნესის კეთებას ეხება.

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.