შეავსე ფორმა
Logo
მწეველები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: ნაკლებად ინფორმირებულები თუ უბრალოდ არარაციონალურები?
23 მარტი 2015

ყველამ კარგად ვიცით თამბაქოს უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ 443,000 ადამიანი კვდება ნაადრევად სიგარეტის კვამლით. აშშ-ში 46 მილიონი მწეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს „ნაადრევი სიკვდილის“ ალბათობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ეწევა, თითქმის 1%-ია (თუ დავუშვებთ, რომ ეს რიცხვები გრძელვადიან პერსპექტივაში უცვლელია).

კონსუმერიზმი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე
07 ნოემბერი 2014

გარკვეულწილად, საბჭოთა კავშირში ცხოვრება მარტივი იყო. მომხმარებლებს მცირე არჩევანი ჰქონდათ, და მატერიალური მისწრაფება შემოიფარგლებოდა სამი რამით: „კერძო სახლით, მანქანითა და აგარაკით“. შეიძლება ითქვას, რომ ჰომო სოვიეტიკუსი უზარმაზარ ენერგიასა და რესურსებს ხარჯავდა მატერიალური საქონლის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობდა პროდუქტებს კარტოფილიდან ნეილონის წინდებამდე და მანქანებამდე.

საბჭოთა მეცნიერებაზე
23 ივნისი 2014

ჭადრაკი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი ბევრი ქართველი ნაცნობი ასაკოვანი ხალხია. მათ შორის არის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა მეცნიერი: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი და ინჟინერი. მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ისინი ხშირად დამცინიან ჩემი სამეცნიერო მიღწევების გამო: „Ph.D. ხარისხით, – უყვართ ხოლმე თქმა, – საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის მეტი ვერ გახდებოდი“.

სოციალური კაპიტალი საქართველოში - საბჭოთა ნაბახუსევი?
08 მაისი 2013

ჩვენს ბლოგზე უკვე ისაუბრეს საქართველოს არასახარბიელო პოზიციაზე სოციალური კაპიტალის რეიტინგში. ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის (Legatum Prosperity Index) 2012 წლის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო სოციალური კაპიტალის ქვეინდექსით 142 ქვეყნიდან 140-ე ადგილზე გავიდა!

შეავსე ფორმა