საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობასთან დაკავშირებით მახსენდება გოდერძი ჩოხელის 1977 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „სამოთხის გვრიტები“. ყოფილი მღვდელი გადაწყვეტს საბაზისო განათლება მისცეს გლეხებს ერთ საბჭოთა სოფელში. მას სურს გლეხებს ასწავლოს წერა-კითხვა და უმარტივესი მათემატიკური გამოთვლები.
ეკონომისტები განათლებასა და ადამიანურ კაპიტალზე საუბრისას ძირითადად სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მიწოდებულ ფორმალურ განათლებას გულისხმობენ. ეს არის ცოდნა, რომელიც გაწერილია სილაბუსში და რომლის შემოწმებაც სტუდენტებისათვის გამოცდების შედეგად მინიჭებული სერტიფიკატებითა და დიპლომებით ხდება.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ზრდის დიაგნოსტიკის პროექტი იყენებს კარგად ცნობილ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რათა გამოავლინოს ის შეზღუდვები, რომლებიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული კვლევითი პროექტის მიზანი იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ყველა პოტენციური სფეროს გაანალიზება, საკრედიტო ბაზრებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურაში ადამიანური კაპიტალით დამთავრებული, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს რეფორმების პრიორიტეტების ყოვლისმომცველი შეფასება.