24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია BMZ-ის მიერ და ახორციელებს GIZ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სსო-ების ინსტიტუციური შესაძლებლობების, კომუნიკაციებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების საგრანტო პროგრამების მხარდაჭერაზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 4 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ბიზნეს მოდელები საქართველოს ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".
22 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ჩაატარა უფასო საბაზისო ონლაინ ტრენინგ-კურსი მწვანე ეკონომიკის თემაზე.